მუზეუმს გააჩნია მდიდარი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომლიც შეიცავს XIX ს. – XX ს – ის დამდეგის უცხოურსა და განსაკუთრებით ფრანგული წიგნების შესანიშნავ კოლექციას, სადაც უხვადაა წარმოდგენილი ნაპოლეონის ეპოქის მემუარული  და სხვა სახის ლიტერატურა.
მუზეუმის საგანძურს წარმოადგენს ქართველი, რუსი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრები. მათ შორის განსაკუთრებულია გერმანელი ფერმწერის ფრანს ქსავერ ვინტერჰალტერის მიერ შესრულებული ეკატერინე ჭავჭავაძის პორტრეტი.


დადიანების საგვარეულო კოლექციაში ინახება უცნობი მხატვრის შესრულებული სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკო დადიანის (1847 – 1903) პორტრეტი. აქვეა წარმოდგენილი ის იარაღი, რომლითაც ის და მისი ძმა ანდრია დადიანი დაჯილდოვდნენ ბალკანეთის ოპერაციაში გამოჩენილი მამაცობისათვის. ნიკომ ქართველთა შორის წერა – კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა დადიანთა უნიკალური ბიბლიოთეკა. მისი ინიციატივით საქართველოში დაარსდა უამრავი საქველმოქმედო ორგანიზაცია, სასწავლებლები, უმწეოთა სახლები, აფრიაქები...
ანდრია დავითის ძე დადიანი პირველი ქართველი მოჭადრაკე იყო. მისი სახელი კარგად იყო ცნობილი მსოფლიო საჭადრაკო სამყაროში. 1900 – 1904 წლებში ანდრია მონტე – კარლოს საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის პრეზიდენტი იყო. მისი თაოსნობით დაწესდა რამდენიმე პრიზი  ლამაზი პარტიებისათვის .

ამ ლამაზი კუთხის ისტორიული წარსულიდან ცნოილია, რომ ზუგდიდი ლევან II დადიანის დროს იქცა სამეგრელოს მთავართა რეზიდენციად. ამაზე ცნობებს გვაწვდიან არქანჯელო ლამბერტი, შარდენი, ქრისტეფორე კასტელი. ვახუშტი ბაგატიონიშვილის ცნობით ირკვევა, რომ ზუგდიდი საკმაოდ დასახლებულ ადგილს წარმოადგენდდა : დიდ ველსა ზედა არს ზუგდიდი, სასახლე დადიანთა, დიდშენი და პლატებიანი, ზღუდე _გოდლიანი ...