ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში ინახება ერთ–ერთი უძვირფასესი ქრისტიანული რელიქვია– პატიოსანი სამოსელი (კვართი) ყოვლაწმინდისა ღვთისმშობლისა.
გადმოცემის მიხედვით, ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457-474) ზეობისას, მეფესთან დაახლოვებული პირები, ძმები გალბიუსი და კანდიდი კონსტანტინეოპოლიდან პალესტინაში გაემგზავრნენ წმინდა ადგილების მოსალოცად. სახლში სტუმრების ყურადღება ანთებულმა სანთლებმა და საკმევლის სურნელებამ მიიპყრო. კეთილმსახურმა ქალმა ძმებს გაუმხილა, რომ იგი იცავდა ძვირფას სიწმინდეს- ღვმთისშობლის სამოსელს, რომლისგანაც სასწაული და კურნება აღესრულებოდა. ყოვლადწმინდა ქალწულმა მიძინების წინ ერთი თავისი შესამოსელი ამ ტომის კეთილმსახურ ებრაელ ქალწულს აჩუქა და სთხოვა, რომ სიკვდილის წინ, ის სხვისთვის, ქალწულისათვის გადაებარებინა. ასე, თაობიდან თაობას გადაეცემოდა სიწმინდე ამ ოჯახში. ძმებმა ძვირფასი კიდობანი წმინდა სამოსელით კონსტანტინეოპოლში გადაასვენეს და საგვარეულო ტაძარში დააბრძანეს, რომელიც წმინდა მოციქულთა პეტრეს და მარკოზის სახელს ატარებდა.
469 წლის 2 ივლისს წმინდა გენადი კონსტანტინეოპოლმა ახალ კიდობანში ჩაბრძანებული სიწმინდე გადაასვენა ვლაქერნაში, ზღვის სანაპიროზე, ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის კიდობანში ჩააბრძანეს მისი წმინდა ომოფორი და სარტყლის ნაწილი.
დედა ღვთისას პატიოსანი სარტყელი, კვართი და ვლაქერნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი სხვა სიწმინდეებთან ერთად ღვთის ნებით საქართველოში მოხვდა.
გრიგოლ დადიანმა ხატის შენახვა მიანდო სიმამრს, საქართველოს უკანასკნალ მეფეს-გიორგი XII-ს. მისი გარდაცვალების შემდეგ ხატი მიისაკუთრა მისმა ძემ, დავით ბატონიშვილმა და რუსეთში წააბრძანა. ხატის დასაბრუნებლად მთავრის ქვრივმა, ნინო ბაგრატიონმა, ხატი იმპერატორ ალექსანდრე I-ს მიართვა, რათა შემდგომ ეთხოვა კვლავ სამეგრელოში დაბრუნება.
იმპერატორმა ხატი ძვირფასი თვლებით შეამკობინა, ახალი პერანგით შემოსა, კვართისა და სარტყლისათვის საგანგებო მოწერილობით, რომლის თანახმადაც სამთავროში უნდა აეშენებინათ ეკლესია ვლაქერნის ხატის სახელობისა და იქვე დაეარსებინათ ქალაქი გრიგოლიოპოლისის სახელით, განსვენებული მთავრის, გრიგოლის მოსაგონებლად. ტაძრის აშენება თავს იდო გრიგოლ დადიანის მეკვიდრემ მთავარმა ლევან V დადიანმა,რომლის მშენებლობა დამთავრდა 1830 წელს, მარტვილის ეკლესიაში დაბრძანებული ვლაქერნის ღვმთისმშობლის ხატი ზუგდიდიში გადმოაბრძანეს. ვლაქერნის ღვმთისმშობლის სახელობის ტაძარი კი სამთავროს კარის ეკლესია გახდა.  
1990 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის , ილია II – ის ლოცვა – კურთხევით ტაძარში მსახურება განახლდა.
ყოველი წლის 15 ივლისს, ( ძ. სტ. – 2 ივლისი), ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის შემოსვის დღეს, ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ტარდება წორვა – ლოცვა, ხდება კვართის გადმობრძანება დადიანების სასახლეთა ისტორიულ – არქიტექტურული მუზეუმიდან.
დღესასწაულზე კვართზე სამთხვევად ჩამოდის მთელი მსოფლიოს მართმადიდებელი მრევლი.
             ტაძრები
      

მთავრისეული ტაძარი დადიანების ჩრდილო–აღმოსავლეთით მდებარეობს.  მისი მშენებლობა 1825–1830 წლებში მიმდინარეობდა. აქ დასვენებულ ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატს ირგვლივ შემოვლებული ჰქონია წმინდა სარტყელი, რომელიც ბიზანტიიდან ჩამოუტანია ბაგრატ IV–ის მეუღლეს  ელენს. ტაძარი ეკუთვნოდა მთავარს და მის ოჯახს. მოუხატავთ XIX საუკუნის 50–იან წლებში.
მაცხოვრის კარის ეკლესია ქალაქის ჩრთილო-აღმოსავლეთით, მაღალ ბორცვზე მდებარეობს. ტაძარი აგებულია XVII საუკუნის პირველ ნახევარში, ლევან დადიანის მითითებით.